პროტესტის 22-ე დღე - "ევოლუშენის" გარშემო გავითარებულ მოვლენებს სახელმწიფო არ იმჩნევს

02.08.24 20:24
პროტესტის 22-ე დღე - "ევოლუშენის" გარშემო გავითარებულ მოვლენებს სახელმწიფო არ იმჩნევს

 

 

5 ათასამდე  მოქალაქე, რომელიც შრომითი უფლებების დაცვას ითხოვს, სახელმწიფომ  უყურადღებოდ დატოვა. არცერთი შესაბამისის უწყება ამ დრომდე არ რეაგირებს "ევოლუშენ ჯორჯიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. გაფიცული თანამშრომლები უკვე რამდენიმე კვირაა ქუჩაში დგანან და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მათი ბედით კი არც  შრომის ინსპექცია, არც სახალხო დამცველი და არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინტერესდება.

პროტესტმა კი კომპანიის წინააღმდეგ უკვე რადიკალური ფორმა მიიღო. მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო კომპანიის ოფისთან. გაფიცულ თანამშრომლებს დაცვის სამსახური უპირისპირდებოდა, რომელიც მოქალაქეებს შენობის შესასვლელის ბლოკირების საშუალებას არ აძლევდა.

უკვე 22 დღეა კომპანიის თანამშრომლები კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. ხელმძღვანელები კი დათმობაზე არ მიდიან, ამიტომ პროტესტი ხვალ ისევ გაგრძელდება. ახალგაზრდები შიმშილობას აანონსებენ.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები