თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს
თელავი დემოკრატიის ფესტივალს მასპინძლობს - კახეთის შუაგულში დღეს სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების შესახებ ბევრს ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს ელოდებიან. ასევე დაგეგმილია ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნები და ხმების დაცვა იქნება.
ფესტივალის იდეა და ინსპირაცია მოდის დანიიდან. ფესტივალის მიზანია შევქმნათ არაფორმალური სივრცე მოქალაქეებისთვის, სადაც მოქალაქეები შეძლებენ, შეხვდნენ პოლიტიკურ პარტიებს, გაეცნონ მათ წინასაარჩევნო პროგრამებს, პირადად დაუსვან კითხვები, ასევე გაიგონ მეტი თბილისსა და რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, გაეცნონ მცირე და საშუალო მეწარმეებს, არტისტებს, მწერლებს, მუსიკოსებს", - ამბობს მაია მაჭავარიანი.
პროექტი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.