გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაყავთ

31.07.21 23:09
გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაყავთ

გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გამოასვენეს და ამ წუთებში ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში გადაყავთ. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, რა სახის დაზიანებები აქვს ქალს, რომელსაც ტვ პირველის ინფორმაციით, სხეულზე და სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი ქალის ცხედარი მთაწმინდაზე საღამოს იპოვეს. ქალი გუშინ საღამოს გაუჩინარდა და მას დილიდან ეძებდნენ.საგამოძიებო მოქმედებები მთაწმინდის ფერდზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

31 წლის შანე ბრუკი საქართველოში ერთ წელიწადზე მეტი იმყოფებოდა, ის მასწავლებელი იყო, პარალელურად კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა.