მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით - ლადო აფხაზავა

31.07.21 22:48
მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით - ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას  Facebook-ზე ეხმიანება.

მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი,  რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის. მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო , რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა. ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე. მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით...", - წერს ლადო აფხაზავა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი ქალის ცხედარი მთაწმინდაზე საღამოს იპოვეს. ქალი გუშინ საღამოს გაუჩინარდა და მას დილიდან ეძებდნენ.ქალის  ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.  საგამოძიებო მოქმედებები მთაწმინდის ფერდზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

31 წლის შანე ბრუკი საქართველოში ერთ წელიწადზე მეტი იმყოფებოდა, ის მასწავლებელი იყო, პარალელურად კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა.