აფგან სადიგოვი საექსტრადაციო პატიმრობაში რჩება - გადასცემენ თუ არა დევნილ ჟურნალისტს ალიევის მთავრობას?

04.08.24 20:02
აფგან სადიგოვი საექსტრადაციო პატიმრობაში რჩება - გადასცემენ თუ არა დევნილ ჟურნალისტს ალიევის მთავრობას?

 

 

ბაქო-თბილისის პასუხს ელოდება. სამ თვიანი ვადის ათვლა დაწყებულია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვეს. სწორედ 90 დღის შემდეგ  უნდა გადაწყდეს, დააბრუნებენ თუ არა აზერბაიჯანიდან წამებასა და დევნას გამოქცეულ აფგან სადიგოვს საკუთარ ქვეყანაში.

"აზელ ტვ"-ის რედაქტორს ხელბორკილები პირდაპირ თბილისის ცენტრში დაადეს. სპეცოპერაცია ინგოროყვას ქუჩაზე ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა. სადიგოვს აზერბაიჯანული გამოძიება გამოძალვასა და მუქარას ედავება, თუმცა ალიევის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ  რეალური მიზეზი შურისძიებაში იმალება. ამ საეჭვო საქმემ ყველაას წარსული და თბილისი ცენტრიდან გატაცებული კიდევ ერთი აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი გაახსენაა.