მკვლელობა ქობულეთში - ბრალდებული დაკავებულია

05.08.24 12:57
მკვლელობა ქობულეთში - ბრალდებული დაკავებულია

ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრადებული დაკავებულია - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ა.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქობულეთში, მერიის წინ ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. როგორც "ტვ პირველისთვის" ხდება ცნობილი, შელაპარაკება ტაქსის მძღოლებსა და მიკროავტობუსის მძღოლს შორის მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს. მას ჭრილობა ბლაგვი საგნით მიაყენეს და ის ადგილზე გარდაიცვალა.