ლუგარის ლაბორატორია დაფინანსების გარეშე რჩება?
რჩება თუ არა ლუგარის ლაბორატორია ამერიკული დაფინანსების გარეშე? - წყარო “პირველებს“ უყვება რომ დიდი ფული, რომელიც ამერიკიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ერიცხებოდა, სავარაუდოდ, აღარ გადმოირიცხება.
საუბარია, მილიონობით დოლარზე, რომლითაც ცენტრი სამეცნიეროო პროექტებს აკეთებს, ატარებდა კვლევებს და ათობით თანამშრომელს ხელფასებს უხდიდა.
ლუგარი დაფინანსებას, სავარაუდოდ, სწორედ იმ 95 მილიონიდან იღებდა, რომელიც შტატებმა “ქართულ ოცნებას“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების საპასუხოდ გაყინა.
საკითხზე კომენტარს ჯანდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ აკეთებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ ზუსტი გადაწყვეტილება სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში მიიღება.
როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს და რატომ ებრძვის მას რუსეთი?
- პუტინის ხელისუფლება საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ ბრალდებებს წლების განმავლობაში ავრცელებს. რუსული პროპაგანდის სამიზნე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი არაერთხელ გამხდარა, ცენტრი 2013 წლიდან სრულად ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში ლაბორატორიას ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში, ვირუსების გავრცელებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საზიანო საქმიანობის განხორციელებაში ადანაშაულებდნენ და აშშ-ის სპეცსამსახურებთან აკავშირებდნენ.
- რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი დღიდან მისი დაარსებისა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დიდ როლს ასრულებდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მან სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა და ვირუსთან ბრძოლაში ქვეყნის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.
- რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრი (ლაბორატორია), რომელიც 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. ლუგარის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად.
- მიმდინარე ცენტრის მშენებლობა 2004 წელს, აშშ-ის მთავარობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2002 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. შეთანხმების სრული სახელწოდება „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ იყო.
- ლუგარის კვლევითი ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, თუმცა, სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.
- ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში განხორციელდა და ხორცილდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო ჯამური ღირებულება 2018 წლისთვის შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის.