"ევოლუშენ ჯორჯია" მუშაობას აჩერებს
თანამშრომელთა უწყვეტი პროტესტის შედეგად, "ევოლუშენ ჯორჯია" მუშაობას დროებით აჩერებს - კომპანიაში განმარტავენ, რომ "პროფკავშირმა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება შეძლო და ათასობით დასაქმებულს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა წაართვა".
"ევოლუშენ ჯორჯიას" ოფიციალურ განცხადებას უცვლელად უცვლელად:
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე გაფიცვის პირობებში, ევოლუშენმა მოახერხა ოპერირება შეფერხების გარეშე, თუმცა, ხუთშაბათს, 1-ლი აგვისტოდან, პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.
ეს მოცემულობა ცვლის ევოლუშენ საქართვგელოს გამართულად ოპერირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ მოცემული მგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპრაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახოციელებდით ინვისტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რელობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, ევოლუშენის იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში." - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლების პროტესტი 20 დღეზე მეტია მიმდინარეობდა. გაფიცულები ამტკიცებენ, რომ მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და ამბობენ, რომ სტუდიებში აქვთ ვენტილაციისა და ტემპერატურის კონტროლის პრობლემა, შენობების საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა, სამუშაო ადგილებზე მწერები კბენენ, ხოლო სკამები, რომლებზეც სხედან, ხერხემლის პრობლემებს უქმნით.
დასაქმებულების პროტესტს წინ უსწრებდა "ევოლუშენ საქართველოს" მენეჯერების ჩათის მიმოწერების გავრცელება, სადაც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა სახეზეა.
ჩანაწერების მიხედვით, ე.წ. თიმმენეჯერები თანამშრომლებს ფრჩხილის სიგრძის, წონის თუ კანის ფერის გამო დასცინიან.
"ევოლუშენ საქართველო" მენეჯერების შიდა მიმოწერის შინაარსს გაემიჯნა. "დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მიიღონ უმკაცრესი ზომები" - ეწერა განცხადებაში.