მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად - პეტრე ცისკარიშვილი

05.08.24 16:33
მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად - პეტრე ცისკარიშვილი

მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს, ამ მიმართულებით, გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მომდევნო ნაბიჯი, მგონია უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ როგორც უკვე, რუსეთის აგენტებად. ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება, ჩვენი ერთიანობით 26 ოქტომბრის შემდეგ განვახორციელებთ.

გამჭვირვალობა აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს და საერთოდ, იმ თანხების წარმოშობა იყოს უცნობი, ამ მიმართულებით, გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება“, განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.