2024 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 3457 ქალი გახდა

05.08.24 16:22
2024 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 3457 ქალი გახდა

2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოში ოჯახში ძალადობა 4 116-მა ადამიანმა გამოირა - სტატისტიკის ეროვნული სამსახური ცნობით, აქედან 3 457 ქალია, ხოლო 659 კაცი.

ძალადობა გამოვლილი ქალების 1 862 შემთხვევა 25-იდან 44-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება.

ამასთან, 13 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, ძალადობა გამოვლილი არასრულწლოვანი 51 გოგოა, 72 კი ბიჭი. 

მოძალადეებს შორის (სულ 3 911 ადამიანი) უმრავლესობა, 3 288 ადამიანი, კაცია. ძალადობა განხორციელებულ პირებს შორის 17 არასრულწლოვანი ფიქსირდება და მათგან ორი 13 წელს ქვემოთ ასაკის არის. 

ძალადობის შემთხვევები, ძირითადად, თბილისში (1926 ადამიანი) ფიქსირდება. დედაქალაქს ქვემო ქართლი (463  ადამიანი) და აჭარა (391 ადამიანი) მოსდევს.