"ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ეშინია"- პეტრე ცისკარიშვილი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ისედაც პატიმრობაშ მყოფ ყოფილ პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის, თავისუფლების ეშინია, რადგან ეს დიდ რეზონანს გამოიწვევს საარჩევნო ველზე.
სამწუხაროდ ჩვენ ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულება,როგორ წესი ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუცია, როგორიც უნდა იყოს დასავლური ყაიდის დემოკრატიულ სახელმწიფოებში აქ არ არსებობს და პირდაპირ ერთ ადამიანს და ერთპარტიულ ორგანიზაციას ექვემდებარება ჩვენი სასამართლოც და პროკურატურაც, მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც უკვე მისჯილ ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იმ შიშების გამო, შეიძლება, ჩემი აზრით პერსპექტივა ნაკლებად ჩანდა იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აკეთებდა, მაგრამ მაინც თავი დაიზღვიეს, მაინც პრევენციულად იმ ადამიანს, რომელსაც 6 წელი აქვს მისჯილი, კიდევ წინასწარი პატიმრობა დაუმატეს ზევიდან, ანუ მისი ერთი საათით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ, იმხელა რეზონანსი შეიძლება გამოიწვიოს წინასაარჩევნოდ , საარჩევნო ველზე ამომრჩეველში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომ შიშს დიდი თვალები აქვს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ასევე საერთაშორისო აქტორებმაც, მათ შორის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან, იმის გამო, რომ რანაირად წარმოგვიდგენია ჩვენ თავისუფალი, სამართლიანი და ამავდროულად კონკურენტული არჩევნები, როდესაც მთავარი მოთამაშე, მთავარი ოპოზიციონერი ველზე არ არის და საარჩევნო კამპანიას ვერ ატარებს. უკვე წინასწარ აქტიურად განსაზღვრულია, რომ ეს არჩევნები თავისუფლების და სამართლიანობის კუთხით ძალიან ხარვეზებს განიცდის. მიშა სააკაშვილს არ ეშინია არც არანაირი საკნის გამოცვლის არც სხვადასხვა, ასე ვთქვათ შენობაში გადაყვანის . ის მზად არის ბრძოლისთვის და აქ მთავარია, რომ ის იყოს. ჩვენ 26 ოქტომბრამდე, ან მყისიერად 26 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების პირობებში ის გამოვიხსნათ და გავათავისუფლოთ აი ამ რუსული და ქოცური ტყვეობისგან, ეს არის მთავარი. განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ორმაგ პატიმრობასთან დაკავშირებით.- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.