“ევოლუშენ ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება იყო

05.08.24 17:41
“ევოლუშენ ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება იყო

დაპირისპირება იყო “ევოლუშენ ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე - ის თანამშრომლები, რომლებიც აქციას არ უერთდებიან, გაფიცულებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათაც სამსახურის გარეშე ტოვებენ.

გაფიცულები კი კომპანიას მანიპულაციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს დატოვებას არ აპირებენ და მათი განცხადებით თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას ცდილობენ.

ცდილობენ დაგვაპირისპირონ, მიდის საინფორმაციო ომი, კომპანიის მენეჯერები ურეკავენ თანამშრომლებს და სთხოვენ გამოცხადდნენ სამსახურში, რათა პირდაპირ გადაუარონ გაფიცულებს. სიას ადგენენ და ის თანამშრომლები, ვინც გაფიცულების გადაბიჯებას და შენობაში შესვლას შეძლებთ, ჩაეწერეთო, მაგრამ მე მინდა, ამ ხალხს მივმართო, თუ თქვენ ამაზე უარს იტყვით, სრულიად კანონიერია, რადგან დამსაქმებელი ვალდებულია შეგიქმნათ ღირსეული შემოსასვლელი და არა თქვენ მეგობრებს და ღირსებას გადააბიჯოთ. კომპანიის განცხადება, თითქოს, საქართველოს ბაზრიდან გავა, არის მანიპულაცია“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანიის მანიპულაციას არ წამოეგებიან, რადგან იციან “მათი განცხადება ბოლო ხერხია იმისთვის, რომ აქცია შეასუსტონ და დაშალონ.

მათი განცხადება ბოლო ხერხია იმისთვის, რომ აქცია შეასუსტონ და დაშალონ, ეს არის დამსაქმებლების მხრიდან კლასიკური ნაბიჯი, ამიტომაც მათ მანიპულაციას არ წამოვეგებით, რადგან მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაციაა“,- აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.

"ევოლუშენ ჯორჯია" პარალიზებულია. აზარტული თამაშების წარმდგენი კომპანიის შენობა დაკეტეს. უწყვეტი პროტესტის გამო ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, კომპანიის საქმიანობა შეეწყვიტათ. შენობა დაცარიელდა, შენობის გარეთ კი ისევ ხალხმრავლობაა.

თუ კომპანიას სურს, რომ თბილისში საქმიანობა განაახლოს, დასაქმებულები უმთავრეს მოთხოვნად ისევ შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ხელფასების მატებას აყენებენ. დღის წესრიგშია უფლებამოსილების გადამეტებაში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან გაშვებაც.