აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - მოუწევს თუ არა აფგან სადიგოვს აფგან მუხთარლის გზის გავლა
მოუწევს თუ არა აფგან სადიგოვს აფგან მუხთარლის გზის გავლა - საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახი დახმარებას ითხოვს. სადიგოვის მეუღლე დარწმუნებულია, რომ მისი ქმრის აზერბაიჯანისთვის გადაცემა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. დევნასა და წამებას გამოქცეული ჟურნალისტისთვის 90-დღიანი ვადის ათვლა დაწყებულია. სადიგოვის ადვოკატი სარჩელს სააპელაციო სასამართლოში ამზადებს. ახლა სამი თვე აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ "აზელ ტვ"-ის რედაქტორის ბედი გადაწყვიტოს.