მოქალაქე ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

05.08.24 19:41
მოქალაქე ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

მოქალაქე ვიტალი გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ გუგუჩიას ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს.

ვიტალი გუგუჩიას მეუღლე განმარტავს, რომ საქმე ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებს ეხება.

თურმე ორი მუხლით უყენებენ ბრალს: ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.

კაცს, რომელსაც ცხოვრებაში, ერთი გადაცდომა არ აქვს ჩადენილი, კაცს, რომელსაც უსამართლო ცხოვრებაში არაფერი არათუ გაუკეთებია, არც უფიქრია, დაჭერას უპირებენ?!?!

ქოცებო, როგორ ბედავთ, როგორ???? არ მესმის!!!! 12 წლის წინ რომ შეხებაც არ ჰქონია, ისეთი 3 კაცის დაჭერას აბრალებენ თან ზეპირად, ამოიღეთ მაგ წყეული არქივიდან საქმეები და გადაამოწმეთ!!!! ესენი ვინ არიან მართლა?!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

გუგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა ფორთოხლის სროლის გამო მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე უკან გააბრუნეს.

რამდენიმე დღეში კი ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნის მაღაზიის მფლობელები იყვნენ ჩასულები - PosTV-ი ჩავიდა.

"ხელის ბიჭი ხარ“, - ისმის ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც 31 მაისს გუგუჩიას მეუღლემ გადაიღო.

„ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“, - უთხრა ჩანაწერის თანახმად, ხილ-ბოსტანის გამყოდველმა ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს მისი საცხოვრებელი სახლის დატოვებისკენ მოუწოდა.

კადრებში ასახულია, სიტყვიერი დაპირისპირება, ისმის გინება, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

გუგუჩიას ოჯახის ახლობლების თქმით, ოპერატორმა და გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს ფეხი დაარტყა. ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.