გერმანიაში ქართველ კაცს ეძებენ
გერმანიაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ალექსანდრე ბებიაშვილი 30 ივლისს, ქალაქ ჰამბურგში მატარებლით გაემგზავრა და მას შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.
იძებნება ალექსანდრე (სანდრო) ბებიაშვილი!!! 30 ივლისს გაემგზავრა ქალაქ ჰამბურგში მატარებლით ჰამიდან (Hamm), საიდანაც გეგმავდა ბერლინში გამგზავრებას. მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. არ ჰქონდა თან საბუთები. გთხოვთ, თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას სანდროს შესახებ, რომელმაც დაკარგა საბუთები, გამომეხმაურეთ“, - წერს ელენე ხომერიკი სოციალურ ქსელში.