"არ ვაპირებ ამ რუსებისთვის შვილების მომავლის ხელში ჩაგდებას" - გუგუჩია ამბობს, რომ სისტემა დაუპირისპირდა
"არ ვაპირებ თავის დახრას და ამ რუსებისთვის ჩემი შვილების მომავლის ხელში ჩაგდებას" - ასე ეხმაურება მოქალაქე ვიტალი გუგუჩია მისმ წინააღმდსეგ დაწყებულ სამართლებრივ დავას.
ვიტალი გუგუჩია "პირველებთან" აცხადებს, რომ მას სისტემისა და "ნასეტკების" ხელით ებრძვიან, თუმცა მოქალაქის თქმით, მიუხედავად "ცრუ ბრალდებებისა, თავის დახრას" და დანებებას არ აპირებს.
დღეს დამიკავშირდა გამომძიებელი. მითხრა, რომ ორი მუხლით უნდა წამიყენონ ბრალი. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ძალადობა. პატარა ადამიანები სიტყვით ვერ მომერივნენ და გადაწყვიტეს, სისტემის ხელით და ნასეტკების ხელით შურისძიება ჩემზე. ეს იყო სამი მანქანით მოსვლა, თავისი ზონდერებით, თავისი ვითომ ოპერატორებით და ბინძური ბრალდებებით. ველოდები იმას, რომ ამ ორი მსუბუქი მუხლის გამო შეუძლიათ, დამაპატიმრონ, ან შეუძლიათ, არც დამაკავონ და გირაო შემიფარდონ. ყოველი შემთხვევისთვის, არც ერთი მუხლის შემადგენლობაში ჩემი მოქმედება არ ჯდება. არ ვაპირებ თავის დახრას და ამ რუსებისთვის ჩემი შვილების მომავლის ხელში ჩაგდებას", - ამბობს ვიტალი გუგუჩია.
გუგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა ფორთოხლის სროლის გამო მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე უკან გააბრუნეს.
რამდენიმე დღეში კი ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნის მაღაზიის მფლობელები იყვნენ ჩასულები - PosTV-ი ჩავიდა.
"ხელის ბიჭი ხარ“, - ისმის ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც 31 მაისს გუგუჩიას მეუღლემ გადაიღო.
„ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“, - უთხრა ჩანაწერის თანახმად, ხილ-ბოსტანის გამყოდველმა ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს მისი საცხოვრებელი სახლის დატოვებისკენ მოუწოდა.
კადრებში ასახულია, სიტყვიერი დაპირისპირება, ისმის გინება, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გუგუჩიას ოჯახის ახლობლების თქმით, ოპერატორმა და გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს ფეხი დაარტყა. ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.
მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.