"ვიპოვეთ ცოცხალი, მადლობა" - ანა გიუნტერი

05.08.24 22:37
"ვიპოვეთ ცოცხალი, მადლობა" - ანა გიუნტერი

ანა გიუნტერმა დაკარგული და იპოვა - ამის შესახებ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

"ვიპოვეთ ცოცხალი, მადლობა" - წერს გიუნტერი.

ცნობისთვის, ტელეწამყვანმა საკუთარი დის დაკარგვის შესახებ ცოტახნის წინ დაწერა. გიუნტერი წერდა, რომ მის დას შავი ფერის შარვალი და ვეფხვისებრი პრინტიანი მაისური აცვია.

ანი გიუნტერის ცნობით, ნატალი გიუნტერი ბოლოს ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად წავიდა. 

დაიკარგა ჩემი და….აცვია შავი შარვალი და ვეფხვისებრი პრინტის ზედა. გავიდა ვეძისის ტერიტორიიდან დოლიძემდე ტელეფონის მოსატანად. სახლში დატოვა ჩანთა, ფული, პირადობა და შშმ შვილი. დამეხამარეთ", - წერს გიუნტერი.

მსგავსი სიახლეები