ვიტალი გეგუჩიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება

06.08.24 10:16
ვიტალი გეგუჩიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს - სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება

ფოთხოლის გამყიდველი ქიქოძის ქუჩიდან სასამართლოს განაჩენს ელოდება. ვიტალი გეგუჩიას, რომელმაც დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რუსული კანონის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა, პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მას გამოძიება "პოსტ ტვ"-ის გადამღები ჯგუფისთვის სამქმიანობაში ხელშეშლას ედავება.

თავად გეგუჩია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ სახლში პროვოკაციის მოსაწყობად ზონდერები გაუგზავნეს.

სასამართლო გეგუჩიას საქმეზე, სავარუდოდ, დღეს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გეგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა ფორთოხლის სროლის გამო მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე უკან გააბრუნეს.

რამდენიმე დღეში კი ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნის მაღაზიის მფლობელები იყვნენ ჩასულები - PosTV-ი ჩავიდა.

"ხელის ბიჭი ხარ“, - ისმის ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც 31 მაისს გუგუჩიას მეუღლემ გადაიღო.

„ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“, - უთხრა ჩანაწერის თანახმად, ხილ-ბოსტანის გამყოდველმა ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს მისი საცხოვრებელი სახლის დატოვებისკენ მოუწოდა.

კადრებში ასახულია, სიტყვიერი დაპირისპირება, ისმის გინება, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

გუგუჩიას ოჯახის ახლობლების თქმით,  ოპერატორმა და გეგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს ფეხი დაარტყა.  ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გეგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.