სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 16 პირის პანაშვიდი მიმდინარეობს
სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში - საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებული 16 პირის პანაშვიდი მიმდინარეობს. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შემდეგ ყველა მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. იდენტიფიცირებულებიდან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.
სამქოლაქო პანაშვიდზე პარტია "ლელოს" ლიდერებიც იმყოფებოდნენ.