სოფელ ქაშალოთში მომხდარი მკვლელობის გამო, სასამართლომ ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

06.08.24 11:17
სოფელ ქაშალოთში მომხდარი მკვლელობის გამო, სასამართლომ ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

სოფელ ქაშალოთში მომხდარი მკვლელობის გამო, სასამართლომ ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თელავის რაიონულ სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას ეხებოდა. 

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს 2022 წელს ჰქონდათ საერთო ბიზნესი. მათ შორის მოხდა, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც, 33 წლის ბაზილარ მახმუდოვმა ცივი იარაღით 29 წლის ჯავიდან მამედოვა მოკლა. 

2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. 
ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, - ვკითხულობთ  განცხადებაში.