Amnesty International-ი საქართველოს ხელლისუფლებას მოუწოდებს, არ გადასცეს აზერბაიჯანს აფგან სადიგოვი

06.08.24 14:27
Amnesty International-ი საქართველოს ხელლისუფლებას მოუწოდებს, არ გადასცეს აზერბაიჯანს აფგან სადიგოვი

Amnesty International-ი საქართველოს ხელლისუფლებას მოუწოდებს, არ გადასცეს აზერბაიჯანს Azel.TV-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, სადიგოვი წამების და უსამართლო სასამართლოს მსხვერპლი გახდება. 

ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირებით მას ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან რისკის შეექმნება, წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთის, უსამართლო სასამართლოს ჩათვლით. სადიგოვის საქმე აგრძელებს აზერბაიჯანში დამოკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციას. Amnesty International-ი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებულად დადანაშაულება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც დააპატიმრეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო“,- ამბობს კრივოშეევი.

"აზელ ტვ"-ის რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში დაადეს. სპეცოპერაცია ინგოროყვას ქუჩაზე ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა. სადიგოვს აზერბაიჯანული გამოძიება გამოძალვასა და მუქარას ედავება, თუმცა ალიევის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი შურისძიებაში იმალება. 

საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯენლი ჟურნალისტის სამთვიან წინსაწრა პატიმრობასი დატოვა. სწორედ 90 დღის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დააბრუნებენ თუ არა აზერბაიჯანიდან წამებასა და დევნას გამოქცეულ აფგან სადიგოვს საკუთარ ქვეყანაში.

საექსტრადაციო პატიმრობის შესახებ განაჩენს სადიგოვის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. 

მსგავსი სიახლეები