ვაშლიჯვარში მიწა გასკდა - არსებობს თუ არა საფრთხე? - ''გარემოს ეროვნული სააგნეტოს'' თანამშრომლის განმარტება

06.08.24 15:56
ვაშლიჯვარში მიწა გასკდა - არსებობს თუ არა საფრთხე? - ''გარემოს ეროვნული სააგნეტოს'' თანამშრომლის განმარტება

ხალხის პროტესტმა შედგი გამოიღო - ვაშლიჯვრის ფერდზე გეოლოგების სპეციალური  ჯგუფი გამოჩნდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე, სადაც მთის ფერდი იშლება ვითარებას სწავლობენ.

 გარემოსდამცველებმა  ახლა მთავარ კითხვას უნდა უპასუხო - უკავშირდება თუ არა ფერდზე ახლი ნაპრალები  და მეწყრული პროცესების გააქტიურება იქ დაწყებულ სამშენებლო სამუშაოს.

''გარემოს ეროვნული სააგნეტოს'' თანამშრომლი მედიასთან ამბობს, რომ ადგილზე ლოკალიზებული პროცესი დახვდათ და საფრთხეს მხოლოდ მშენებარე ობიექტს უქმნის და არა მიმდებარე შენობა-ნაგებობებს, სამშენებლო კომპაია უნდა დაელოდოს დასკვნას. რაც შეეხება მიმდინარე შენობა-ნაგებობს, როგოც სააგენტოს წარმომადგენელმა თქვა, მათ საფრთე არ ემუქრებათ.

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რო ეს არის ლოკალიზებული პროცესი თავის საზღვრებით. მასშტაბურ პროცესთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. უშუალოდ, საფრთხეს უქმნის მშნებარე ობიექტს. სწორედ ამიტომ აქ ყველანაირი აქტივობა შეჩერებულია, რაც შეეხება მიმდინარე შენობა ნაგებობებს, არანაირი ზეგავლენა ამ ეტაპზე პროცესს არ აქვს და არც მომავალშია მოსალოდნელი.

სამშენებლო კომპანია უნდა დაელოდოს ''ჯეო ინჟინერიის'' კვლევის შედეგს, ეს მიმნდიარე კვირის ბოლოს პარასკევს უნდა იყოს“- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა.

ვაშლიჯვრის ტერირტორიაზე, სადაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია 16 სართულიან კორპუსს აშენებდა, ნაპრალები გაჩნდა. მოსახლეობის მტკიცებით, მთის ფერდზე მეწყრული პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე სამშენებლო კომპანიის მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები