ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე, ფერდი ჩამოიშალა

06.08.24 16:20
ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე, ფერდი ჩამოიშალა

ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე, ფერდი ჩამოიშალა - ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა.

ადგილზე ამ წუთებში  საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. ნგრევის ხმა ადგილობრივებმა რამდენიმე საათის  წინ გაიგეს.

უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მერიამ მშენებელი  კომპანია 30 000 ლარით  უკვე დააჯარიმა, მშენებლობა ახლა შეჩერებულია. ნგრევის დროს დამდინდა წყლის მილებიც და მოსახლეობას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. 

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მშენებელმა მშენებლობის შეჩერების დადგენილება მიიღო და დაზიანებული ფერდის აღდგენა დაევალა.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდი. ასევე, დაზიანდა სავალი ნაწილიც. მომხდარ ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოხდა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. კერძოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებელი დაჯარიმდა 30 000 ლარის ოდენობით. ასევე, მიღებული იქნა მშენებლობის შეჩერების დადგენილება და მშენებელს დაევალა შესაბამისი საექსპერტო შეფასებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტილების საფუძველზე დაზიანებული ფერდის აღდგენა", - წერია  მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები