რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სამაგალითოდ დასჯა გრძელდება - ვიტალი გუგუჩიას 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

06.08.24 20:21
რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სამაგალითოდ დასჯა გრძელდება - ვიტალი გუგუჩიას 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ვიტალი გუგუჩიას გირაოს თანხა, ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეებმა შეუგროვეს. 5 ათასი ლარი დეპუტატ ვიქტორ  ჯაფარიძის კრიტიკისთვის - ეს ვერდიქტი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. მოქალაქე ფორთხოლის ცნობილი მაღაზიიდან, ერთ-ერთია, ვინც სისტემის მსხვერპლი გახდა. მას გამოძიება პროპაგანდისტული და პრორუსული "პოსტ ტვ"-ის საქმიანობაში ხელშეშლას ედავება.

გადამღებმა ჯგუფმა გუგუჩიას ოლიგარქის რეჟიმის მსახურ ჯაფარიძესთან კამათის შემდეგ რამდენიმე დღეში  ჩააკითხა. თავად დარწმუნებულია, რომ სისტემამ მის წინააღმდეგ პროვოკაცია დაგეგმა და განახორციელა კიდეც. ბრალის აბსურდულობის მიუხედავად, ვიტალი გუგუჩია გირაოს გადახდას და სისტემის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას აანონსებს.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები