ვაშლიჯვარში მიწა გასკდა - ვინ არის პასუხისმგებელი?

06.08.24 20:25
ვაშლიჯვარში მიწა გასკდა - ვინ არის პასუხისმგებელი?

ადგილი ვაშლიჯვარში, სადაც 16 სართულიანი კორპუსისთვის მთის ნაწილი მოჭრეს, ღვარცოფული და საშიშია. ეს საინჟინრო გეოლოგიურ დასკვნაში წერია. დოკუმენტი დღეს მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც მოქალაქეებმა საფრთხე იგრძნეს და განგაშის სიგნალი ჩართეს. აეროგადაღების კამერამ კი იმაზე  უფრო მძიმე ვითარება დააფიქსირა, ვიდრე  შორიდან ჩანდა. მთის ფერდზე ნაპრალები გაჩნდა და მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

დეველოპერულმა კომპანიამ სამუშაოები დააპაუზა იქამდე, ვიდრე სპეციალისტები არ დადებენ დასკვნას, რეკომენდირებულია თუ არა იქ მშენებლობის გაგრძელება. ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა და შველას ითხოვდა. არადა,  საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ თვეების წინ, მოქალაქეებმა მერიას არაერთი განცხდებით მიმართეს, მაგრამ ადგილობრივების დახმარებაზე არავის უფიქრია.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები