რუსეთის შეჭრა საქართველოში იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო - ლანდსბერგისი

07.08.24 13:06
რუსეთის შეჭრა საქართველოში იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო - ლანდსბერგისი

ლიეტვუის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას ავრცელებს. 

16 წლის წინ რუსეთის შეჭრა საქართველოში იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის იგივე ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალაუფლება არღვევს საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, -   წერს გაბრიელუს ლანდსბერგისი.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და  26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება.  ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.

 

მსგავსი სიახლეები