სასამართლო გიორგი მუმლაძის საქმის განხილვას იწყებს - აქტივისტი დაკავებას არ გამორიცხავს

07.08.24 15:56
სასამართლო გიორგი მუმლაძის საქმის განხილვას იწყებს - აქტივისტი დაკავებას არ გამორიცხავს

სასამართლო გიორგი მუმლაძის საქმის განხილვას იწყებს - ოპოზიციონერ აქტივისტს, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.  საქმე 10 მაისს მომხდარ თავდასხმას ეხება, როცა აქტივისტი მასზე თავდამსხმელებს დაედევნა.

როგორც მუმლაძე ამბობს, სამართალდამცველებმა მოძალადეები არ დააკავეს, თუმცა საქმე მის წინააღმდეგ წარმატებით აღძრეს.

მუმლაძე  არ გამორიცხავს, რომ  ის საბოლოოდ დააპატიმრონ, რადგან წინა 2 შემთხვევაში სასამართლომ  ის დააჯარიმა, ეხლა კანონმდებლობით შეუძლიათ პირდაპირ პატიმრობა მიუსაჯონ.

ვფიქრობ, რომ მოითხოვენ პატიმარს წინა ორ შემთხვევაში ბოლო 2 თვეში, თბილის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დამაჯარიმა, მეორე საქმეზე, 3000 ლარით. ახლა, კანონმდებლობით, ფორმალურ ნაწილს შეუძლია, პირდაპირ პატიმრობა გამოიყენონ ან მაღალი ჯარიმა. მათ ხელშია ყველაფერი. აქ არ ჭრის არანაირი არც ვიდეო მტკიცებულება, არც ფაქტობრივი გარემოებები. მთავარია დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს და არ უხრის თავს.

მე პირდაპირ გეუბნებით, ჩემს საქმეზე რაც მოხდა, თვითონ თავდამსხმელებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, როგორ დამესხნენ თავს. დღეს სასაცილოდ და სამარცხვინოდ, პოლიცია იმის ნაცვლად, რომ კრიმინალებს დასდევდეს, ელემენტარულად ვიდეოს გამავრცელებდე გავიდეს, ჩემზე აქვს პრეტენზია, რომ მე დამაკავოს“,-  განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

გიორგი მუმლაძეს 10 მაისს 4 პირი თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. თავდასხმა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.

10 მაისს კი 4 ნიღბიანი სოფლის შესასვლელთან,  მანქანით დახვდა ოპოზიციონერ აქტივისტს, მუმლაძე მათ დაედევნა და სოციალურ ქსელში მანქანის ფოტოც გამოაქვეყნა. 

მსგავსი სიახლეები