კურსკის ოლქი ინტენსურად იბომბება - რუსეთში პანიკაა
კურსკის ოლქი ინტენსურად იბომბება. რუსეთის ცაზე უკარინული დრონების იერიშები და აფეთქებების სერია არ წყდება. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინული არმიის ალყაში ამ წუთებში 12 დასახალებული პუნქტი და ათობით რუსი სამხდროა. ყველაზე მძიმე ბრძოლები ქალაქ სუჯაში მიმდინარეობს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინელების მთავარი სამიზნე კურსკის ელექტროსადგურია, რომელთანაც უკრაინულ ჯარებს 45 კმ აშორებს. აღნინული ელექტროსადგურიდან მარაგდება რუსეთის, მინიმუმ, 3 ოლქი, მათ შრის, ბელგოროდი.
ის, რომ რუსულ ქალაქებში პანიკაა, ადგილიდან გავრცელებული ცნობები და ვიდეობიც მოწმობს.
დამატყვევეს აქვე უკრაინულმა მებრძოლებმა, როცა გადმოკვეთეს საზღვარი. ბელგოროდიდან ვარ, პოზიციებზე ავტომატები გვქონდა, ტყვიამფქვრევები და ყუმბარები. ადამიანი ვიყავით. ბოლო 4 დღეა სულ იმაზე ვლაპარაკობდით, რომ ჩვენ ახალწვეულები ვართ და უნდა გაგვიყვანოთ ამ ადგილიდანო, მაგრამ არ გაგვიყვანეს. ბოლო ორი თვეა ხელმძღვანელობიდან არავინ გვინახავს. დაგვტოვეს აქ, დახოცავენ და დახოცონო. ომი ყოველტვის ცუდია, ომი ბელგოროდის ოლქზე გადის. საშინელებაა ამდენი ცხედარი, ამდენი უბედურება, - ამბობს რუსი ტყვე ერთ-ერთ ვიდეოში.