გიორგი მუმლაძის საქმის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

07.08.24 20:23
გიორგი მუმლაძის საქმის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის საქმის განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხვალ გაგრძელდება. პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლემ ის გადადო და შემდეგი მოსმენა 8 აგვისტოს, 16:00 საათზე ჩანიშნა. 

აქტივისტს, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.  საქმე 10 მაისს მომხდარ თავდასხმას ეხება, როცა აქტივისტი მასზე თავდამსხმელებს დაედევნა.

როგორც მუმლაძე ამბობს, სამართალდამცველებმა მოძალადეები არ დააკავეს, თუმცა საქმე მის წინააღმდეგ წარმატებით აღძრეს.

მუმლაძე  არ გამორიცხავს, რომ  ის საბოლოოდ დააპატიმრონ, რადგან წინა 2 შემთხვევაში სასამართლომ  ის დააჯარიმა, ეხლა კანონმდებლობით შეუძლიათ პირდაპირ პატიმრობა მიუსაჯონ.

მსგავსი სიახლეები