"წამებით მოკლეს, აიძულებდნენ დროშაზე შემდგარიყო, დროშა არ გათელა" - არჩილ ტატუნაშვილის დედა

08.08.24 11:51
"წამებით მოკლეს, აიძულებდნენ დროშაზე შემდგარიყო, დროშა არ გათელა" - არჩილ ტატუნაშვილის დედა

ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე რუსული სისასტიკე გამოცადეს, "პირველებთან" დაღუპული გმირების შესახებ  საუბრობენ - ოკუპანტების მიერ სასტიკად ნაწამები არჩილ ტატუნაშვილის დედა საკუთარი შვილის გმირულად დაღუპვას იხსენებს და ამბობს, რომ რუსების მიერ საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ახალგაზრდა კაცი ქვეყნის ღირსების დაცვას შეეწირა.

"აიძულებდნენ შემდგარიყო დროშაზე" - ეუბნება რუსუდან ტატუნაშვილი "პირველებს" და იქვე დასძენს, რომ მისი შვილი სამშობლოს გულისთვის დაიღუპა.

ოკუპანტების სისასტიკის შედეგად დაღუპული გმირის დედა იმასაც ამბობს, რომ ტატუნაშვილი საქართველოს ნათელ მომავალსა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულს შეეწირა.

აწამეს და წამებით მოკლეს, აიძულებდნენ შემდგარიყო დროშაზე, დროშაზე არ შედგებოდა, როცა შენი შვილი ასე ღირსეულად კვდება, სამშობლოს გულისთვის, ღირსების გულისთვის. სხვა გზა რა გაქვს შენც ამაყი უნდა იყო და ღირსეულად უნდა მოექცე, რომ ვერ ათქმევინეს ის, რაც თვითონ უნდოდათ შეეწირა ქვეყნის ღირსებას - ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა.

არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის ასაკში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.  

ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნასვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალე

მსგავსი სიახლეები