''რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის მტერი, რუსეთი კლავს’"- აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები

08.08.24 13:46
''რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის მტერი, რუსეთი კლავს’"- აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები

''რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის მტერი, რუსეთი კლავს’’ - დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დაღუპულთა ოჯახის წევრები რუსეთის აგრესიაზე საუბრობენ.

დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთხმად ამბობენ,  რომ რუსეთი მტერია და მათი ოჯახის წევრები ამ მტერთან ბრძოლაში დაიღუპნენ.  

,,რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არ მტერი, რუსეთი კლავს. უკრაინაში, როცა დაიწყო ომი და თავს დაესხა უკრაინას ორი კვირის განმავლობაში არ მძინებია ღამით, იმდენად განვიცდიდი ამ ყველაფერს და გაცოცხლდა ის ყველაფერი, რაც მე გადავიტანე 2008 ში.

16 წელი ცრემლებით მორწული ეს მუხათგვერდი. ომში წასვლამდე, 7-ში დამირეკა დედა მივდივარო. მეორე დღეს, თურმე დაწყებულა ომი და ჩემი შვილი 8 რიცხვში დაიღუპა. 4 თვე ვეძებდით,18 დღე თურმე ჩვენი შვილები დაუმარხავბი ეყარნენ ნაძნარში.

ერტადერი ძმა მყავდა და სეეწირა საქართველოს. უყარდა თავის ქვეყნა, უყვარდა ხალხი. ჩვენ ქვეყნაში არ უნდა დაიხოცოს ახალგაზრდები, უფლება არ გავქვს ჩვენ, რომ დავკარგოთ შვილები. - განაცხადეს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.
 
 

მსგავსი სიახლეები