აფგან სადიგოვის საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შევიდა

08.08.24 15:17
აფგან სადიგოვის საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შევიდა

აფგან სადიგოვის საჩივარი მეორე ინსტანციის სასამართლოში შევიდა - ახლა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებადამცველები 5-დღიანი ვადის გასვლას ელოდებიან იმის დასადგენად, მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო საქმეს.

ადვოკატები იმ აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ჟურნალისტი საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

საჩივარს თან დაერთო სადიგოვის განცხადება, რომლითაც გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საელჩოებს მიმართა. ამასთან, საჩივარს თან ერთვის ადვოკატის მოთხოვნა, რომ სააპელაციომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ხელახლა გამოიკვლიოს.

საჩივარში არის საუბარი იმ გარემოებებზე, რომელზეც უნდა ემსჯელა სასამართლოს. მაგალითად, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები. კანონში გვიწერია, რომ როდესაც ხდება საექსტრადიციო პროცედურების დაწყებად ა დაინტერესებული მხარე მიმართავს დახმარების მოთხოვნით, შეუძლია ქართულ მხარეს გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მოახდინოს მისის შესწავლა. რაც არ გაუკეთებია, ამ შემთხვევაში. ასევე არის ჩანაწერი, რომ როდესაც აზერბაიჯანული მხარე წერს, რომ პირი ძებნილია, მას აქვს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს მეორე მხარეს და მოითხოვოს ამ პირის გამოკითხვა, რაშიც დაეხმარება შსს, თუ პროკურატურა. არც აღნიშნული რამ იქნა გაკეთებული აზერბაიჯანული მხარის მიმართ. პირს, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში, აღუძრეს საქმე ისე, რომ ამის შესახებ მან არ იცოდა და განაცხადეს, რომ იგი თავს არიდებს გამოძიებას", - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

"აზელ ტვ"-ის რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში დაადეს. სპეცოპერაცია ინგოროყვას ქუჩაზე ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა. სადიგოვს აზერბაიჯანული გამოძიება გამოძალვასა და მუქარას ედავება, თუმცა ალიევის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი შურისძიებაში იმალება. 

საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სწორედ 90 დღის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დააბრუნებენ თუ არა აზერბაიჯანიდან წამებასა და დევნას გამოქცეულ აფგან სადიგოვს საკუთარ ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები