საჯარო მოხელე, რომელიც ამტკიცებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, სამართლებრივ დავას აანონსებს
საჯარო მოხელე, რომელიც ამტკიცებს, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ეღტი აიპ-იდან (პროფესიული სააგენტო) პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, სამართლებრივი დავისთვის ემზადება. კლეოპატრა ქარუმაშვილის სარჩელი სასამართლოში უახლოეს პერიოდში შევა.
ქარუმაშვილი "პირველებთან" ინტერვიუში ჰყვება, რომ საჯარო სამსახური გაცხადებული სამოქალაქო პოზიციის გამო დაატოვებინეს.
მოქალაქე სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან პარტიული დავალების შესრულებას აქვს ადგილი.
"ხელმძღვანელმა დამიბარა და მითხრა, რომ არ მოსწონს ცემი პოსტები და სხვის პოსტებზე რეაქციები" - ამბობს ქარუმაშვილი და იქვე ამატებს, რომ მის ადგილას პროფესიული სააგენტო ორი ადამიანის დასაქმებას განიხილავს, რაც მისი თქმით, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელმძღვანელობამ არასასურველი პირები თავიდან მოიშორა.
ხელმძღვანელმა დამიბარა და მითხრა, რომ არ მოსწონს ცემი პოსტები და სხვის პოსტებზე რეაქციები. მითხრა, რომ ძალიან ეწყინა ამ პოსტზე ჩემი რეაქციის ნახვა. ეს პოსტი ეხებოდა ჩვენი ხელმძღვანელების სამსახურიდან გაშვებას. მითხრა, რომ დამეტოვებინა ჩემი ნებით სამსახური, რაზეც განვაცხადე უარი. სულ რამდენიმე დღეში ჩაატარეს რეორგანიზაცია. მე გამომიშვეს და ჩემს ადგილას მოიაზრება ორი ადამიანის დასაქმება, ანუ, ეს არ ყოფილა რეორგანიზაცია. აქციის მონაწილეც ვიყავი და ვფიქრობ, როგორც უმრავლესობა. კონკრეტულად ამ ფაქტზე არ გვქონია საუბარი, მაგრამ პოლიტიკურ პოსტებში, ალბათ, ეს ნაწილიც შედიოდა", - ამბობს კლეოპატრა ქარუმაშვილი.
ცნობისთვის, კლეოპატრა ქარუმაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.