სამსახურიდან გაშვება პოლიტიკური ნიშნით - რეპრესიებში გიორგი ამილახვარს ამხელენ
წულუკიანის შემდეგ რეპრესიებში გიორგი ამილახვარს ამხელენ. სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი მზადდება.
უწყების უკვე ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. პროფესიული განვითარების სააგენტოს სპეციალისტს თანამდებობა იმის გამო დაატოვებინეს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობდა და სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებდა.
უსამსახუროდ დარჩენილი ყოფილი საჯარო მოხელეს ახლა საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში მიდის.