უწყვეტი პროტესტი “ევოლუშენში“ - გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას იწყებენ

09.08.24 12:09
უწყვეტი პროტესტი “ევოლუშენში“ - გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას იწყებენ

“ევოლუშენის“ გაფიცული თანამშრომლები შიმშილობას იწყებენ.  უწყვეტი პროტესტის ასობით მონაწილე იძულებული ხდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს.
 აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, გაჩერებას არ აპირებენ. 

ისინი არ გამოდიან კომუნიკაციაზე არ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ვფიქრობ, ახლა დგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ შიმშილობას, რომელიც მოიტანს ძალიან ცუდ შედეგებს.  იქამდე არ გავჩერდებით, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება დანარჩენებს, ყველა იმიტომ არ გვიერთდება, რომ შიგნით ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს და ბევრი ჩვენი თანამშრომელები არის დაშინებული“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აზარტული თამაშების წარმდგენ კომპანიაში, ამ დრომდე, დიდი ამბოხია. გაფიცულები და კომპანიის შიდა პოლიტიკით კმაყოფილი თანამშრომლები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც “ევოლუშენში“ განაცხადეს, რომ კომპანიაა საქართველოში საქმიანობას დროებით აჩერებს. 

იმისთვის რომ ამბოხი შეწყდეს და გაფიცულთა მთავარი მოთხოვნები შესრულდეს, დასაქმებულები პრეზიდენტს და სახალხო დამცველსაც მიმართავენ. საუბარია ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ხელფასების გაზრდაზე. 

მსგავსი სიახლეები