ხელფასების მატება და სამუშაო პირობების მოწესრიგება - ხელოვანები კონსტიტუციურ გარანტიებს ითხოვენ
ხელოვანები კონსტიტუციურ გარანტიებს ითხოვენ- კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტს ახალი კანონების მიღებას სთხოვენ. უკვე მზად არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც ასობით ადამიანი შრომითი უფლებების გაუმჯობესებას, ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების მოწესრიგებას მოითხოვს.
სახელოვნებო სფეროში წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სფერო განადგურების პირას არის და დღევანდელ საქართველოში ხელოვანებს და ხელოვნებას აღარავინ აფასებს.
შემუშავდა იუნესკოს რეკომენდაციებზე და ევროკავშირის ღირებულებებზე დაყრდნობით, რომ გადაცემულიყო პარლამენტისთვის, ის ფარავს სოციალურ, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის, ასევე შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების საკითხებს. კანონპროექტში გაწერილია, თუ როგორ უნდა დგინდებოდეს საქართველოში ხელოვანის სტატუსი“, - აცხადებს თეატრალურ ხელოვანთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუნია.
კანონის მნიშვნელობაზე საუბრობს, კავშირის წევრი დავით გოგოლაშვილიც და მიიჩნევს, რომ სწორედ ამას ეფუძნება სფეროს გადარჩენა.
ამას ეფუძნება სფეროს გადარჩენა, რადგან ძალიან ცოტა ხანში დიდი შანსია, აღარ გვეყოლება რაჭველიშვილები, ბუნიათიშვილები, მათ თუ არ ჰყავთ კარგი მხარდამჭერები, თუ არ აქვთ ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები, უბრალოდ ინტერესი აღარ ექნებათ. ბავშვები ხედავენ ოჯახებში რამდენად უგულებელყოფილი და იგნორირებულია ნიჭიერი მუსიკოსი პედაგოგი, ყველაზე მეტად მივიწყებული სფეროა და ამიტომ იყო ამ კანონმდებლობის ინიციატივის შემუშავება კარგი“, - ამბობს დავით გოგოლაშვილი.
როგორც ხელოვანთა კავშირში აცხადებენ, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს მარტში წარედგინა, თუმცა, ამ დრომდე, განხილვაც კი არ დაწყებულა.