გამოვლენილია 73 798 ლარის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა - 357,87 გრამი და ვერცხლის ნაკეთობების საერთო - წონა 60,23) გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 798,07 ლარი შეადგინა.