70 წლის კაცის სასტიკი მკვლელობა გურიაში - ყოფილი სამხედრო მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

11.08.24 13:47
70 წლის კაცის სასტიკი მკვლელობა გურიაში - ყოფილი სამხედრო მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

ყოფილი სამხედრო, რომელიც 70 წლის კაცის მკვლელობაშია ბრალდებული, მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. პროცესი გვიან ღამით გაიმართა. როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილი გარდაცვლილის კლასელის შვილია. 

გურიაში მომხდარი სასტიკი ანგარიშწორების მოტივად მიწის ნაკვეთი სახელდება. ლანჩხუთში ყვებიან, რომ წლების წინ მოხუცმა ფერმა დაკავებულის ოჯახისგან შეისყიდა, ახლა კი, სავარაუდოდ, 40 წლის მამაკაცი მსხვერპლისგან თანხის დამატებასს მოითხოვდა. 

ამ დანაშაულს უფრო საზარელს ხდის ცნობები წამების შესახებ. ირკვევა, რომ მოხუცის გვამი საკუთარ ფერმაში ხელ-ფეხ შეკრული იპოვეს. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით კი ამ დანაშაულს დაკავებული საკუთარი მობილური ტელეფონით იღებდა.