16 წელი შინდისის ტრაგედიიდან - პრემიერი ისევ ომის გამოძიებით იმუქრება
16 წელი შინდისის ტრაგედიიდან და ხელისუფლება, რომელიც ომის დამნაშავეებად ისევ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს აცხადებს - პრემიერმა კობახიძემ 17 გმირი მებრძოლის მემორიალი დღეს პოლიტიკური ბრალდებების ეპიცენტრრად აქცია. რუსული კანონის მომხრე პრემიერი ისევ რუსეთის მაამებელ განცხადებებს აკეთებს და იმუქრება, რომ "ოცნება" აგვისტოს ომის საქმეს თავიდან გამოძიებს და დამნაშავეებს დასჯის. თუმცა, ივანიშვილის პარტია დამნაშავეს არა თუ ოკუპანტ ქვეყანაში, არამედ საკუთარ სამშობლოში ეძებს.
მმართველი პარტია არაფრად მიიჩნევს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ომის დაწყების თარიღადაც რუსული სტილით,8 8 აგვისტოს მიიჩნევენ. არადა, ამ დროს დღეს უმძიმესი დღეა. დღეს საქართველო იხსენებს 17 გმირ მებრძოლს შინდისიდან, ვინც რუსულ ტყვეობაში ჩაგდებას სიკვდილი ამჯობინეს და სიცოხლე საქართველოს ერთიანობის იდეას მიუძღვნეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.