ატენში სპეცრაზმელის მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა

12.08.24 09:41
ატენში სპეცრაზმელის მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა

ატენში სპეცრაზმელის მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა. რევაზ მიხანაშვილის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. 55 წლის მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდაა და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს დემეტრე რევაზაშვილს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსექტორი მსხვერპლს სხვა პირთან ერთად გაუსწორდა, თუმცა პოლიცია  გაქცეული იოსებ ბარჯაძის კვალზე ამ დრომდე ვერ გადის.

რევაზაშვილს და ბარჯაძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, რაც 13 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.