მწვერვალ შხალდაზე გაუჩინარებული ალპინისტი გარდაცვლილი იპოვეს

12.08.24 10:48
მწვერვალ შხალდაზე გაუჩინარებული ალპინისტი გარდაცვლილი იპოვეს

მწვერვალ შხალდაზე გაუჩინარებული ალპინისტი გარდაცვლილი იპოვეს. სვანეთის მთებში ძებნის ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, არჩილ ბადრიაშვილი მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა ირკვევა, რომ 10 აგვისტოსს გაუჩინარებული მთამსვლელის ძებნის ოპერაციაში სამაშველო ვერტმფრენი 11 აგვისტოს ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამოცემა "მთის ამბებს" ეუბნება, რომ 10 აგვისტოს მესტიაში ცუდი ამინდი იყო და წვიმის და სეტყვის გამო ვერტმფრენს ვერ ააფრენდნენ. ამ ვერსიას კი ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.

ექსპედიციაში სულ ოთხი ადამიანი მონაწილეობდა. მაშველებმა სამი მათგანის გადარჩენა მოახერხეს. არჩილ ბადრიაშვილი არაერთი ჯილდოსს მფლობელია. პროფესიონალ აპლინისტს 7303 მეტრი მწვერვალის დაპრყობისთვის ოქროს წერაყინიც აქვს მიღებული.

მსგავსი სიახლეები