ექსკლუზივი: ქვემო ქართლის გაქცეული ვიცე გუბერნატორი სამსახურს დაუბრუნდა
ქვემო ქართლის გაქცეული ვიცე გუბერნატორი სამსახურს დაუბრუნდა. "პირველებს" გუბერნიაში უდასტურებენ, რომ შინჯიკაშვილი სამსახურში ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ გავიდა და უკვე შეხვედრებსაც მართავს.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ვიცე გუბერნატორი შვებულებაში იმყოფებოდა.
შვებულებაში იყო, როგორც ვიცი, ბატონი გიორგი. მას აქვს 24 კალენდარული დღე შვებულების და შემდეგ უფასო შვებულება შეუძლია აიღოს რამდნეიმე დღე. მას აქვს ამის უფლება და რა გამოიყენა, მას უნდა ჰკითხოთ. არსებობს ბიულეტენი და ათასი ისეთი მიზეზი, რომელიც შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს, - ამბობს უწყების თანამშრომელი.
"პირველების" ინფორმაციით, ხარებასა და შინჯიკაშვილის შორის შეთანხმება შედგა. ზვიად ხარაზიშვილი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილმა დაარწმუნა, რომ ანგარიშსწორებას ადგილი აღარ ჰქონოდა და შინჯიკაშვილს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონოდა.
ხარებასთან ჯახის შემდეგ ვიცე გუბერნატორი ქვეყნიდან იყო გაქცეული. იმის გამო, რომ შინჯიკამ ხარებას სანდო ხალხი გარჩევაზე დაიბარა და სასტიკად უცემა, სპეცრაზმის შეფი მას ყურების დაჭრით ემუქრებოდა. მთელი სახელისუფლებო შტო შინჯიკაშვილის და ხარებას შერიგებით იყოს დაკავებული, თუმცა სპეცრაზმისს შეფი,არ ურიგდებოდა.