ხვალ, "ევოლუშენის“ თანამშრომლები პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავენ და უვადო შიმშილობას იწყებენ

12.08.24 14:06
ხვალ, "ევოლუშენის“ თანამშრომლები პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავენ და უვადო შიმშილობას იწყებენ

13 აგვისტოს, 12:00 სათიდან "ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავენ და უვადო შიმშილობას იწყებენ - ამის შესახებ ინფორმაცია კომკავშირი „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ BM.GE-თან განაცხადა. 

დღეს თანამშრომლების გაფიცვის 32- დღეა, თუმცა ‘’ევოლუშენის“ თანამშრომელთა თქმით,  ადმინისრტაციის მხრიდან, რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა და კომპანია, დასაქმებულებსა და გაფიცულებს შორის აგრესიას თესავს.

დღეს, გაფიცვის 32-ე დღეა და კომპანიის მხრიდან არანაირი უკუკავშირი ყოფილა. პირიქით, ისინი ცდილობს დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას. იძახიან, რომ კომპანია იხურება და ქვეყნიდან გავა. შედეგად, დასაქმებულთა ნაწილი, გაფიცულების მიმართ აგრესიულად განეწყო. კომპანიამ ტროლ-ბოტები დაიქირავა და შიდა ჯგუფებში აზრის შექმნას ცდილობენ. Evolution რომ ამბობდა შევწყვიტეთ მუშაობაო, ამით ფაქტობრივად გაფიცულებს დააბრალა, რომ თითქოს მათ გამო წყვეტდნენ მუშაობას. შედეგად, დასაქმებულებში გაფიცულების მიმართ აგრესია გააჩინა. ერთი დღეც ვერ გასტანა ამ ტყუილმა. კომპანია კვლავ აგრძელებს მუშაობას. ახლა აცხადებს, რომ კადრების შემცირებას გეგმავს და ასეც მოუწევს.
ხვალ, 12:00 საათიდან, პროტესტის 33-ე დღეს, გაფიცულები უვადო შიმშილობას იწყებენ და სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებენ, რადგან ისინი მათი მეგობრებისა თუ კოლეგების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ ყოფნას არ დაუშვებენ. ამიტომ, გაგრძელებული დღეები, გაგრძელებულ შიმშილობას ნიშნავს. შესაბამისად, გარკვეული სახის ქმედებებიც იქნება და სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას დააკისრებენ - აცხადებს დიასამიძე.

ცნობისთვის, თანამშრომლების გაფიცვა 3 კვირის წინ დაიწყო, მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.


 

მსგავსი სიახლეები