"დაყარეთ იარაღი და გამოდით! ეს არ არის თქვენი ომი!" - დავით ცეცხლაძე კურსკში მებრძოლ ქართველებს მიმართავს

12.08.24 14:08
"დაყარეთ იარაღი და გამოდით! ეს არ არის თქვენი ომი!" - დავით ცეცხლაძე კურსკში მებრძოლ ქართველებს მიმართავს

დაყარეთ იარაღი და გამოდით! - რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე უკრაინის მხარდამხარ მებრძოლ ჯარისკაცებს მოუწოდებს, რუსეთში შეჭრაზე უარი თქვან და კურსკის ოლქიდან წავიდნენ. ცეცხლაძეს რუსულ აღებულ სოფლებში აფრიალებული საქართველოს დროშები არ მოეწონა.  

"მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს," - აცხადებს ცეცხლაძე. 

კურსკის რაიონში ქართველი  დაქირავებულების გამოჩენა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მყოფ ყველა ქართველს, დაყარეთ იარაღი და დაუბრუნდით ოჯახებს! ეს არ არის თქვენი ომი.

მე პირადად მოვალ კურსკში და დავდგები იმ ტყვიების წინ, რომელსაც თქვენ ესვრით რუსებს“, - ამბობს ცეცხლაძე.

ცნობისთვის, ცეცხლაძე  რუსეთის ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს უკრაინაში პუტინის აგრესიას.