“ბიძაშვილები იყვნენ“ - დიღომში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

12.08.24 15:20
“ბიძაშვილები იყვნენ“ - დიღომში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სოფელ  დიღომში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები “პირველებს“ უყვებიან, მოკლული და ბრალდებული ბიძაშვილები არიან.

"პირველების" რესპოდენტებს უჭირთ, მკვლელობის მოტივზე საუბარი, ამბობენ, რომ აქამდე მათ შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა.

ბიძაშვილები არიან,  ვიყავი ოჯახში, ჯერ არ მოუსვენებიათ, მოკლულსაც ვიცნობდი და იმასაც, ვინც მოკლაო, რომ ამბობენ. ერთიც კარგია და მოერეც. დაპირისპირებაზე არ მსმენია არაფერი“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, სოფელ  დიღომში ავტომობილის გამო დაწყებულ კონფლიქტს 30 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი ქობულაშვილს სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან დანით მიაყენა, შემდეგ კი გაიქცა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მამაკაცებს შორის დაძაბული საუბარი და შელაპარაკება უძღოდა.

პოლიციასბრალდებული ჯერ არ დაუკავებია და დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები