ბათუმში "ჭაჭის კოშკს" დაანგრევენ

12.08.24 16:41
ბათუმში "ჭაჭის კოშკს" დაანგრევენ

ბათუმში, 2012 წელს აშენებულ ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ - ამის შესახებ შპს "რივიერას" მიერ კოშკის და მიმდებარე სკვერის განვითარების კონცეფციაში წერია.

კონცეფცია ბათუმის მერიას ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმა წარუდგინა. ამასთან, სწორედ მან განაცხადა "ჭაჭის კოშკის" დანგრევის შესახებ.

"ბათუმელების" ცნობით, საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია "ბურუნ-თაბიეს" ტერიტორიას მოიცავს.

განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, "პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებული ტერიტორიის განვითარება, ზღვისპირა პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობა და იახტკლუბის განვითარება".

მსგავსი სიახლეები