სისხლიანი ანგარიშსწორება ატენში- გდდ-ის ინსპექტორსა და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუმძიმეს

12.08.24 16:58
სისხლიანი ანგარიშსწორება ატენში- გდდ-ის ინსპექტორსა და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუმძიმეს

ძალადობაში ბრალდებულ სპეცრაზმელსა და მის მეგობარს, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.  საგამოძიებო უწყება, მძიმე დანაშაულში მხილებულ მამაკაცებს ახლა უკვე ჯგუფურ ძალადობას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დემეტრე რევაზიშვილსა და სოსო ბარჯაძეს ბრალდება მას შემდეგ დაუმძიმდათ, რაც სასტიკად ნაცემი 51 წლის რევაზ მიხანაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

პროკურატურის ცნობით, ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდება დაუმძიმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული 11 აგვისტოს გარდაიცვალა.
პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდება დ.რ.-ს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ი.ბ.-ს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოგვიანებით, მათ ბრალდება დაუზუსტდათ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარედგინათ.
ბრალდებული დ.რ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, რაც შეეხება ი.ბ.-ს, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.- წერია განცხადებაში.

ატენში სპეცრაზმელის მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა. რევაზ მიხანაშვილის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. 55 წლის მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს დემეტრე რევაზაშვილს. იოსებ ბარჯაძის კვალზე სამართალდამცავები ამ დრომდე ვერ გადიან.

მსგავსი სიახლეები