ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ორსულიც - შემთხვევა ქობულეთში
AJARATIMES.GE -ს ცნობით, ქობულეთში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა ერთი ორსულიც.
გამოცემის მიხედვით, შემთხევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. დაშავებულები სხვადასხვა ტრამვით ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო