პროტესტის 33-ე დღე "ევოლუშენში" - გაფიცულებმა შიმშილობა დაიწყეს

13.08.24 11:32
პროტესტის 33-ე დღე "ევოლუშენში" - გაფიცულებმა შიმშილობა დაიწყეს

პროტესტის 33-ე დღე - "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომლებმა დღეს შიმშილობა დაიწყეს. ერთ თვიანი ქუჩის აქციების შემდეგ ახალგაზრები გეგმავენ, საკვების მიღებაზე იქამდე თქვან უარს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. აზარტული თამაშების წარმდგენი კომპანიისგან ასობით დასაქმებული ისევ შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ბულინგში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ, თუმცა მოთხოვნათა საპასუხოდ, უკვე ცნობილია, რომ შესაძლოა, დღე-დღეზე ევოლუშენმა შემცირების პროცესი დაიწყოს. 

გაფიცულები ამბობენ, რომ რეაგიებისთვის უკვე მიმართეს საქართველოს მთავრობას და სახალხო დამცველსაც. 

33 დღის განმავლობაში 34-7-ზე მუდმივად მიმდინარეობდა პროტესტი „ევოლუშენთან“, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოფიციალურად არანაირი კომნუნიკაცია არ იყო ადმინისტრაციის მხრიდან, იძულებული გავხდით, მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ წერილობით სახალხო დამცველს, ასევე საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ვთხოვეთ რეაგირება, - ამბობს პროტესტის მონაწილე თამარ ანსიანი.

კიდევ ერთი გაფიცული თანმშრომელი პირდაპირ ამბობს, რომ ბრძლა, რომელიც მათ წამოიწყეს, მხოლოდ "ევოლუშენის" თანამშრომლებისთვის არ არის მნიშვნელოვანი და შრომის დაბალი სტანდარტები სრულიად ქვეყნისთვის წარმოადგენს პრობლემას. 

ეს ბრძოლა არის მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენთვის, ვინც ვმუშაობს „ევოლუშენში“, არა მარტო მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ სხვაგვარად, ეს სოციალურო ფონი, რაც არის საქართველოში, დაბალი ხელფასები და დაბალი შრომის სტანდარტები, ასეთი რადიკალური გზების გარშე არ მოგვარდება. „ევოლუშენმა“ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა, - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.  

მსგავსი სიახლეები