ბათუმში სასტუმრო იწვის (ვიდეო)
ბათუმში, სასტუმრო "ელბაკურში" ხანძარია - ცეცხლი მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულებს უკიდია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაციაც. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.